მანამდე ცნობილი იყო პარტიის პირველი ოცეული, ასევე 30 დელეგატის ვინაობა, სრული სია კი ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე; ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი; შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი; თეა წულუკიანი - კულტურის მინისტრი; ლაშა ტალახაძე - ძალოსანი; ვახტანგი თურნავა - ბიზნესმენი; მაკა ბოჭორიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე; სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში; მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ანრი ოხანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ჭიჭინაძე - "ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი; შოთა ბერეკაშვილი - კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი; ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი; მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში; გიორგი გაბუნია - იურისტი; ლიკა შარტავა - ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი; აკაკი ალადაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; არჩილ ბერიძე - ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი; ანზორ ბოლქვაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი; ვლადიმერ ბოჟაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი; ზაურ დარგალი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი; ზაალ დუგლაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო. 2012 წლიდან ის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; ნიკა ელისაშვილი - ისნის რაიონის გამგებელი; გოჩა ენუქიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ორჯერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ორჯერ "ქართული ოცნების" წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი - ოთხივე ჯერზე ამბროლაურის მაჟორიტარის სტატუსით; გიორგი ვოლსკი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი; ილია ინჯია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟი, “ქართული ოცნების” დელეგატი მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში; დავით კაჭარავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი; პაატა კვიჟინაძე - 2012 წლიდან პარლამენტარი. პირველად საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა, 2016 და 2020 წლებში კი - მაჟორიტარი დეპუტა...