სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ, თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც. ასევე ნახეთ პრეზიდენტი „ორ მთავარ დამნაშავეს“ ასახელებს - რამ ჩაშალა ლელო-გახარიას მოლაპარაკებები „ძლიერი საქართველოს“ სია ასეთია: მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი; ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი; ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი; ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი; ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი; ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი; ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი; საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი; სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი; დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი; თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი; ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი; ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი; გიორგი უშიკიშვილი - ფოლკლორისტი; ვახტანგ სურგულაძე - თბილისის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი; ლანა გალდავა - სამართლის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი; მაკა ნუცუბიძე - იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი; მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი; ალექსანდრე ელისაშვილი - პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი; ბაკურ კვაშილავა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; აგილ მუსტაფაევი - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი; ირაკლი ქობალია - „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; ირაკლი უცინაშვილი - აქტივისტი გარემოს დაცვის საკითხებში; გიორგი რეხვიაშვილი - იურისტი, "მოქალაქეების" წევრი; ოთო ფარულავა - სამოქალაქო აქტივისტი, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ასევე ნახეთ „ლეიბორისტებმა“ პარტიული სიის ათეული გამოაქვეყნეს პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამე...