აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აშშ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. ამ დროს რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე - კიევსა და აღმოსავლეთში თავდასხმებს. „...აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, - თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში. დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა, სახელწოდებით Joint Standoff Weapon - ზეზუსტი მართვადი ბომბი 130 კილომეტრამდე მოქმედების მანძილით, რომელსაც ავიაგამანადგურებლები გატყორცნიან, ასევე დამატებით ანტისაზენიტო Patriot-ის ტიპის სისტემა, Patriot-ის ტიპის ასობით რაკეტა და AMRAAM-ები (თანამედროვე საშუალო მანძილზე მოქმედების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები). ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას იანვარში ტოვებს, თქვა, რომ ასევე გაფართოვდება აშშ-ში F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადება, სხვათა შორის გაისად დამატებით 18 პილოტის გაწვრთნა. აშშ უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში. თუმცა, უკრაინას აქვს შეზღუდვები, დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების მხრივ. ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: "ღმერთმა უშველოს მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის” ...