დღეს, 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენა. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, ჯამში 19-მა პარტიამ წარადგინა პარტიული სია, მათგან ერთის სია უკვე რეგისტრირებულია. დანარჩენი კი რეგისტრაციის პროცესშია. ცესკო ჯერჯერობით არ აზუსტებს პარტიების ჩამონათვალს, როგორც მათ განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს. „სიების დამუშავების შემდეგ, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში, შესაბამისად, ვის ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, - თქვა ნათია იოსელიანმა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. სიასთან ერთად ცესკოში დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები წარადგინეს, რომლებიც მოგვიანებით ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ დეპუტატობის კანდიდატების სიები 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა ნაწილმა პრეზენტაცია უფრო ადრე გამართა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ასევე ნახეთ „გირჩმა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია გამოაქვეყნა ასევე ნახეთ გიორგი გახარიამ პარტიული სიის შემადგენლობის პრეზენტაცია გამართა ასევე ნახეთ „ძლიერმა საქართველომ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" პარტიული სია გამოქვეყნდა ასევე ნახეთ „ლეიბორისტებმა“ პარტიული სიის ათეული გამოაქვეყნეს ასევე ნახეთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ აქვეყნებს პარტიული სიის პირველ ოცეულს ასევე ნახეთ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოცეული ცნობილია ასევე ნახეთ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა Banner - Counter -- INF-479-1-col ...