წინაწარი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის ავიადარტყმების შედეგად. ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით პირველი იერიში დილით, ადგილობრივი დროით 7:35 წუთზე მიიტანეს. ავიადარტყმისას დაზიანდა კლინიკა, სადაც 86 პაციენტი და კლინიკის 38 თანამშრომელი იმყოფებოდა. პირველ დარტყმას მალევე, 50 წუთში, მოჰყვა მეორე იერიში. ამ დროს დაზიანებული შენობიდან პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა. პირველი დარტყმისას ერთი, მეორე იერიშის დროს კი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი პოლიციელი. უკრაინის სუმის ოლქზე 25 სექტემბერსაც განხორციელდა ავიადარტყმა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საოკუპაციო ძალებმა რეგიონს მართვადი საავიაციო ბომბებით და დრონებით შეუტიეს და დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ...