ავსტრიაში 29 სექტემბერს გამართული საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია "მშვიდობა" უსწრებს მმართველ კონსერვატორებს და შესაძლოა პირველად მოიპოვოს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-სთვის ჩატარებული კვლევით, ნაწილობრივ დათვლილ ხმებზე დაყრდნობით "თავისუფლებამ" მოიპოვა ხმების 29.1 პროცენტი, კანცლერ კარლ ნეჰამერის "ავსტრიის სახალხო პარტიამ" - 26.2 პროცენტი. მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატები ამ მონაცემებით მესამე ადგილზე გადიან, ხმათა 20.4 პროცენტით. ჰერბერტ კიკლს - ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური კამპანიების ვეტერან სტრატეგიკოსს, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პარტია "თავისუფლებას" - სურს პრემიერ-მინისტრი გახდეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პირველი არჩევნებით, რომელშიც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე ძალა გაიმარჯვებს. მაგრამ იმისთვის, რომ ავსტრიის ახალი ლიდერი გახდეს, კიკლს კოალიციური პარტნიორი დაჭირდება უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტის ქვედა პალატაში, მისი მეტოქეები კი აცხადებენ, რომ კიკლთან არ იმუშავებენ. ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ექსპრემიერი და ავსტრიელ ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ევროპარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნიან ...