ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. 60 წლის ად-დინი ჰეზბოლას ერთ-ერთ თანადამფუძნებელია. მას აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა და ჰეზბოლას საქმის მმართველსაც უწოდებენ. დაჯგუფების მეთაურად არჩევამდე ად-დინი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2017 წლიდან ის აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტების სიაშია. ად-დინი არის ჰეზბოლას დაღუპული ლიდერის, ჰასან ნასრალას დეიდაშვილი და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაურის, 2020 წელს აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყში მოკლული ყასემ სოლეიმანის სიძე. გამოცემა Al Ghad-ი ხაზს უსვამს დაჯგუფების ყოფილ და ახალ ლიდერებს შორის გასაოცარ მსგავსებას როგორც ხასიათში, ასევე გარეგნობითაც. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს. ...