ვენესუელელ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს 30 სექტემბერს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია, ადამიანის უფლებების სფეროში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ეს ყოველწლიური პრემია პატივს მიაგებს სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დასაცავად. მაჩადო თავის ქვეყანაში ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენაში და დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვაში. იგი არის თანადამფუძნებელი ვენესუელური მოხალისეობრივი სამოქალაქო ორგანიზაციისა ‘Súmate’, რომელიც იცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას. კორინა მაჩადო არჩეულ იქნა მოკლე სიიდან, რომელიც ასევე მოიცავდა ბაია პატარაიას, ქალთა უფლებების დამცველს და იურისტს საქართველოდან და აკიფ გურბანოვს, უფლებადამცველს და პოლიტიკურ აქტივისტს აზერბაიჯანიდან. ...