"ქართული ოცნების" განცხადებით, მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე დღით გადაიდო საარჩევნო პროგრამის წარდგენა, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება, დაზუსტებულ თარიღს კი პარტიის პრესსამსახური გაავრცელებს. ასევე ნახეთ გამოიცანი არჩევნების შედეგი ასევე ნახეთ ახალი, ძველი, მოულოდნელი და გამქრალი სახეები „ოცნებისა“ და ოპოზიციის პარტიულ სიებში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი. ...