დანიის პოლიცია იძიებს კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოს მახლობლად დღეს, 2 ოქტომბერს, მომხდარ ორ აფეთქებას. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. გამომძიებლები იკვლევენ, აქვს თუ არა ინციდენტს კავშირი უშუალოდ ისრაელის საელჩოსთან. დანიის დედაქალაქის ამავე რაიონში მდებარეობს არაერთი სხვა ქვეყნის საელჩო და საკონსულოც, მათ შორის ირანის. 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციასაც იწყებს. ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელთან ერთად ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ ჰეზბოლას გასამხედროებულ ფრთას. ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და გადაიხდის ასევე ნახეთ ირანი ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ჰამასს და ჰეზბოლას მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება. ...