„არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და "გამჭვირვალობა-საქართველოს" და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი. ასევე ნახეთ კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, TI-ის მოეხსნას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც ბოლო წლებია აკვირდება საარჩევნო პროცესს, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს ასევე ნახეთ პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო. „ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით“, - აცხადებდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. ასევე ნახეთ გამოიცანი არჩევნების შედეგი ასევე ნახეთ PACE შეშფოთებულია „TI-საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით ...