საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ პოსტს და მას მანიპულაცია უწოდა, აშშ-ის ელჩს კი მოუწოდა, "კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც მისმა თანამშრომლებმა განახორციელეს". აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ერთვის ვიზუალური გამოსახულება და დასმულია შეკითხვა, “რატომ აყენებს “ქართული ოცნება” ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო”, საელჩო პასუხობს "ცრუ განცხადებებს" "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ "2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა". პოსტში აღნიშნულია, რომ "ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა". ირაკლი კობახიძემ მედიასთან დღესაც გაიმეორა, რომ ISFED-ის მიერ 2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის (PVT) “გაყალბებული” შედეგების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას, რასაც აშშ-ის ელჩის მხარდაჭერა ჰქონდა. "როცა ამბობ, რომ 1,8 % რა მოხდა, ნახეთ მაშინ რა გაკეთდა, ISFED-ი რას ამბობდა, თან მაშინ 1,8 % არ იყო. როცა საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცდომილება იყო არა 1,8%, არამედ იყო 2,5%, ანუ „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8%, არამედ 2,5%, შესაბამის ოქმებს რომ დაადარებდით. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა ვთხოვო ელჩს, რომ კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა. მეორე, როცა საქმე შეეხება არა 1,8%, არამედ ორ-ნახევარ პროცენტს, 2,5% ეს არის 50 ათასი ხმა ანუ ISFED-ი ამტკიცებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა 50 ათასი ხმა. ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ISFED-ი ჩვენ გვაბრალებდა 50 ათასი ხმის გაყალბებას და ამ გაყალბების საბაბით რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა ენჯეოების მხრიდან და ორი ელჩის მხრიდან - ეს მესამე, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, თავად ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა", - თქვა კობახიძემ. три აშშ-ის საელჩოს პოსტის მიხედვით, ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. ჩასწორების შემდეგ კი ცვლილება მხოლოდ 1,8 პროცენტს შეადგენდა. "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის დეკემბერში, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ...