"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს", - წერს შარლ მიშელი. три პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათი შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს. три შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც დაწერა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა" იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. "ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენს ერთგულებას. ჩვენი მნიშვნელოვან მომენტში ვხვდებით - მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ის. три არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს ესტუმრა. 30 სექტემბერს ის შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ხოლო 1 ოქტომბერს - პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე იყო მიწვეული. მან გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპისა თუ აშშ-ის ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან. საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს წუხილი ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის და საქართველოში რუსული ზეგავლენების დამკვიდრების გამო. ასევე ნახეთ „იზოლაცია საშინელი კოშმარია“ - პრეზიდენტის მორიგი „უნებართვო“ ტურნე ევროპაში ...