„თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია - რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა თამარ კორძაიამ. დღეს, 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა 24 სექტემბერს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" სუბიექტებად მიიჩნია. 24 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ თქვეს, რომ ვეღარ დააკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს ასევე ნახეთ პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო. „ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით“, - აცხადებდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. ასევე ნახეთ გამოიცანი არჩევნების შედეგი ასევე ნახეთ PACE შეშფოთებულია „TI-საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით გუშინ, 1 ოქტომბერს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ მიმართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოხსნოდათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს. ასევე ნახეთ კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, TI-ის მოეხსნას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი დღეს, 2 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა ანტიკორუფციული ბიუროსადმი მიმართვის საფუძველი. „ერთია წმინდა ...