„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღრმა შეშფოთება გამოიწვია ცოტა ხნის წინ საქართველოში მიღებულმა კანონმა, რომელიც მიმართულია ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ. UNAIDS-ი მიიჩნევს, რომ ის საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. UNAIDS-მა მხარდაჭერა გამოუცხადა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელობის განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი კანონმდებლობა განათლების, საჯარო დისკუსიებისა და შეკრების სფეროებში სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს. „ეს კანონები არღვევენ ფუნდამენტურ უფლებებს ღირსებასა და თანასწორობაზე, სტიგმის გაძლიერებითა და ჯანმრთელობის ძირითად სერვისზე ლგბტქ+ თემის ხელმისაწვდომობის დაბრკოლებით, - წერია განცხადებაში, - ეს თავის მხრივ, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას შიდსის აღმოფხვრისა და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით“. UNAIDS-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციული კანონებით, მათი ადგილი აღარ რჩება თანამედროვე საზოგადოებაში: ისინი [კანონები] იწვევენ შევიწროებას, დისკრიმინაციას, ძალადობასა და სოციალურ გარიყულობას, რაც საფრთხეს უქმნის აივ-ის ეპიდემიის დასრულებას. „ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააუქმოს ეს კანონები, რამდენადაც ისინი მომავალში გამოიწვევენ მარგინალიზებული თემის მხოლოდ იზოლაციას და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, - ვკითხულობთ განცხადებაში, - სტიგმა კლავს, ისევე როგორც სოლიდარობა იხსნის სიცოცხლეს. ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მდგრადობისა და საყოველთაო თანასწორობისთვის“. ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 ოქტომბერს ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ხელმოწერის შემდეგ კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. მისი ბოლო მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირე...