ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი 20 დღემდე ვადით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლელა ნანიტაშვილის მიერ შეთავაზებულ შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დასთანხმდნენ. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არც ჯაიანია ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობა - რა გარემოებები ახლდა და რა უძღოდა წინ 26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება. როგორც ადვოკატი სალომე არდოტელი ამბობს, "სხდომაზე ჯაიანი დუმილს დაარღვევს". ასევე ნახეთ „სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ - რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ასევე ნახეთ „უბან-უბან აღვივებდნენ სიძულვილს“ - ქვიარ აქტივისტი ბექა გაბადაძე კესარია აბრამიძის მკვლელობაზე ...