რუსეთის ვოლგისპირეთის ტერიტორიის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების პროექტმა idel-realirties-მა. რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული რედაქციის რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ბაშკირეთზე - სამი ათასზე მეტი პირი. მას მოჰყვება თათრეთი, რომლის მკვიდრი 2724 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში და მომდევნოა პერმის ოლქი - 2296 პირი. ყველაზე ნაკლები დანაკარგი აქვს პენზას - 461 და მორდვას - 307 ადამიანი. ეს მონაცემები გამოყვანილია დაღუპულთა ნათესავების შეტყობინებებისა და ოფიციალური ცნობების საფუძველზე. რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები აქტიურად უჭერენ მხარს ომს, მათ შორის მიმართავენ არმიაში სამსახურისთვის წვევამდელების ფინანსურ წახალისებას. ასევე ნახეთ 70 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში - მედია ...