აშშ-სა და ბრიტანეთის ხელისუფლებებმა რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი პირველად დააკავშირეს საჯაროდ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამომძალველთა ჯგუფთან. მათ გაავრცელეს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ოფიციალური და არაოფიციალური კავშირების დამატებითი მტკიცებულებები. ედუარდ ბენდერსკი, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის ელიტარულ ქვედანაყოფ "ვიმპელში" მსახურობდა, ჯერ კიდევ 2019 წელს იქნა იდენტიფიცირებული, როგორც მაქსიმ იაკუბეცის, Evil Corp-ის სავარაუდო დამაარსებლის, სიმამრი. პროგრამა Evil Corp-ი მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა კორპორაციული კომპიუტერული სისტემების დასაბლოკად, შემდეგ გამოსასყიდის გამოძალვისთვის. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ფოტოებისა და ვიდეოების თანახმად, იაკუბეცი ბენდერსკის ქალიშვილ ალიონაზე დაქორწინდა 2017 წელს. მდიდრული საქორწინო ცერემონია მოსკოვის გარეუბანში გაიმართა. ასევე ნახეთ ხუთმილიონიანი სიძე ...