აშშ-ის საელჩო ბოლო დღეებია, ავრცელებს საინფორმაციო ფოტოებს („ქარდს“), რომლებსაც საზოგადოების ნაწილი და მათ შორის „ქართული ოცნება“ მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებად აღიქვამს. დღეს, 4 ოქტომბერს, გამოქვეყნდა წარწერა: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“. „ქართულ ოცნებას“ უნდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ გააუქმოს. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მოიაზრებენ თითქმის სრულად ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ახალსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“. три ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდა „მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ - დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში. три საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს გუშინ გავრცელებულ „ქარდს“, რომელშიც ეწერა: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. მდინარაძემ მიიჩნია, რომ ეს განცხადება საელჩოს „საარჩევნო მიზნების“ გამო გამოქვეყნდა. три ბოლო თვეებია, აშშ და მისი საელჩო საქართველოში საუბრობენ საქართველოს მხრიდან დასავლეთის მიმართ გაჟღერებულ დეზინფორმაციაზე. ასევე ნახეთ ივანიშვილმა აშშ-ის საელჩოს უპასუხა. ის კვლავ „გლობალური ომის პარტიის“ გავლენაზე მიუთითებს დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკა იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა. ...