პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრში ლექციებს არ ჩაატარებს. რადიო თავისუფლებას თსუ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „მიმდინარე სემესტრში ირაკლი კობახიძე სარგებლობს ანაზღაურების გარეშე აკადემიური შვებულებით“. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თსუ-ის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, ერთ-ერთმა იმ სტუდენტებს შორის, ვინც წინა სემესტრში უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს „აგენტების კანონის“ გამო პროტესტით ხვდებოდა. მანაგაძე წერდა, რომ კობახიძის ლექციები „გაუქმდა“, - თუმცა თსუ-ის პრესცენტრში ხაზს უსვამენ, რომ ფაკულტეტზე „არ გაუქმებულა თსუ-ის პროფესორის, ირაკლი კობახიძის სასწავლო კურსი“. три ასევე ნახეთ ვერ ხვდებიან, რომ ძალადობით ვერ დაგვაშინებენ - ნიკო მანაგაძე მანაგაძეს 2024 წლის 7 ივნისს უნივერსიტეტთან სცემეს კიდეც. ამ აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ხშირი იყო ძალადობა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც პროტესტის მონაწილეები „ტიტუშკებს“ უწოდებდნენ. ასევე ნახეთ "დახვდი კობახიძეს" - თსუ-სთან აქცია დასრულდა ...