5 ოქტომბერს პალესტინელთა მომხრე ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ლონდონის, პარიზის, რომის და მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით მაშინ, როცა ახლოვდება ისრაელზე აშშ-სა და ევროპის კავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის თავდასხმის და ღაზაში ომის დაწყებით ერთი წლისთავი. მასობრივი გამოსვლები დაიგეგმა ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსალოდნელია 6-7 ოქტომბერს. ღონისძიებები პიკს მიაღწევს 7 ოქტომბერს, წლისთავის დღეს. პალესტინელების მომხრეები შეიკრიბნენ ევროპის, აფრიკის და ამერიკის ქალაქებში, რათა მოითხოვონ შეწყვეტა კონფლიქტისა, რომელმაც მხოლოდ ღაზაში 42 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ლონდონში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რასელის მოედანზე, სადაც პოლიციელების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო თავმოყრილი. “ პალესტინისთვის ეროვნულ მსვლელობის მონაწილეები” ლონდონში გამოვიდნენ მოწოდებით, “შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა” და “ხელები შორს ლიბანისაგან”. ბერლინის პოლიციის ცნობით, მან დააკავა 26 პირის, რომლებიც შეურაცხმყოფელ ფრაზებს გაიძახოდნენ ისრაელის მომხრეთა აქციის მონაწილეების მიმართ, რომელზეც 650 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის თანახმად, პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ათასი ადამიანი მივიდა. რომში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალვის მიუხედავად. პალესტინელების მომხრეთა დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, მისმა მონაწილეებმა პოლიციელებს დაუშინეს ბოთლები და პეტარდები, ხოლო პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა. დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „ ისრაელი-დამნაშავეობრივი სახელმწიფო“. საფრანგეთში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის მსვლელობებში პარიზში, ლიონში, ტულუზში, ბორდოსა და სტრასბურგში, იტყობინება AFP. რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა პროპალესტინურ დემონსტრაციებში მადრიდში, ასევე შვეიცარიაში, ბაზელში. პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის გამოსვლები დაგეგმილია ასევე ნიუ-იორკში, სიდნეიში, ბუენოს-აირესსა და მანილაში, ასევე ყარაჩიში. 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დღეს იერუსალიმში გაიმართება ოფიციალური ცერემონია. ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ხსოვნის ცერემონიას გამართავს სდეროტში, რომელიც მეტად დაზარალდა ჰამასის თავდასხმის შედეგად. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების მიმართ მსოფლიოში არსებული პოლარიზაციის გათვალისწინებით, დემონსტრაციები ეწყობა პალესტინელთა მომხრეების და ისრაელის მხარდამჭერების მიერ, ხშირად ერთსა და იმავე ქალაქში. ასევე ნახეთ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. განახლდა სარაკეტო ცეცხლი ისრაელის მიმართულებით ...