პროგრამის პრეზენტაცია გამართა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. თითოეული დარგის განხილვის დროს, მან 2024 წელს არსებული მდგომარეობა 2012 წლისას შეადარა და 2028 წლისთვის დაპირებები გასცა. კობახიძემ პროგრამის პრეზენტაცია დაიწყო ეკონომიკის სფეროს განხილვით. მან ისევ ისაუბრა ეკონომიკის ზრდაზე და თქვა, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამას კი მოჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის პირდაპირპროპორციული ზრდა. მისი მტკიცებით, 2028 წლისთვის "ქართულ ოცნებას" აქვს "ამბიციური ამოცანა" და ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. "დღევანდელი მდგომარეობით, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ", - თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ აქვთ "ამბიციური და აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა", 4%-მდე შეამცირონ მისი მაჩვენებელი. "ეს არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი", - დასძინა მან. ინფრასტრუქტურა ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა დაგეგმილ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე: "მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე გახსნილი იქნება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი. დაგვრჩება ერთი მცირე მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, დაემატება 2-ზოლიანი გზა და საბოლოო ჯამში, მაგისტრალი გახდება 4-ზოლიანი. დაიწყება ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობთ ანაკლიის პორტის განვითარებაზე, დაგვჭირდება საგანგებო გზის გაჭრა ანაკლიამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დაგეგმილია აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულება; კახეთის მონაკვეთზე უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა; დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა; ასევე დაიწყება და დასრულდება თბილისი-რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი". კობახიძის კიდევ ერთი დაპირებით, ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს: "იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობის სამუშაოები, გაფორმდა ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ასევე ბელგიური კომპანია დაიწყებს უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე მუშაობას. ამ პროექტის პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება, პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება გამტარობა, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველ ფაზაში". ასევე ნახეთ ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებაა ახალი აეროპორტის აშენება ვაზიანში, რომელიც, 18 მილიონ მგზავრს მიიღებს. სოფლის მეურნეობა კობახიძის თქმით, შემდეგი ოთხი წლის განმა...