სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ, 3 ოქტომბერს, ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“. „არ გამოვრიცხავ, რომ დამძიმდა მდგომარეობა. მაგრამ ჩვენც გვქონდა მოთხოვნილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მისი მდგომარეობა დამძიმდა“, - უთხრა ადვოკატმა „მთავარ არხს“. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ციხიდან აცნობეს: „გუშინ საღამოს დამირეკა ციხიდან ერთმა კაცმა და მითხრა, რომ აფგანი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წავიყვანეთო. ახლა საავადმყოფოშია. დღეს შიმშილობის მე-18 დღეა, აზერბაიჯანში 242 დღე იშიმშილა და მთელი თავისი ჯანმრთელობა შესწირა, 40 კილოგრამს იწონიდა. ამიტომ შიმშილობა არ შეუძლია, ექიმებმა უთხრეს კიდეც, კარგად უნდა იკვებეო, ჯანმრთელობა არ გივარგაო... ეს შიმშილობა მოკლავს აფგანს“. ასევე ნახეთ „უფლებები საქართველო“: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მდგომარეობა გაუარესდა აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს. 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება. ასევე ნახეთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა ასევე ნახეთ Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. 15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას. ასევე ნახეთ სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა ასევე ნახეთ "თავისუფლება სადიგოვს" - თბილისში მხარს უჭერენ საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ...