ყაზბეგში, მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე, ორი მთამსვლელი დაიღუპა. დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა, დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის კვალიფიკაციით. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ...