ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივით შექმნილ სპეცდანიშნულების პოლკ “ახმატის” ერთ-ერთ რაზმს, “აიდს”, მოსკოვის რეგიონის ყოფილი პოლიციელი, წარსულში ნასამართლევი ბეკხან იუნუსოვი ხელმძღვანელობს. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, იუნუსოვი 2018 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე. პირველი ოთხწლიანი სასჯელი იუნუსოვს იმის გამო შეუფარდეს, რომ ძალით არბევდა ნარკომანთა თავშეყრის ადგილებს და ფიზიკურად უსწორდებოდა იქ მყოფ ადამიანებს. ყოფილი პოლიციელი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ 2022 წელს კვლავ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე. ოფიციალური ვერსიით, მან ერთ-ერთ ბიზნესმენს მილიონი რუბლის სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებაში დახმარება შესთავაზა. იუნუსოვი ფულის აღების დროს დააკავეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 2023 წელს, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სპეცრაზმ “ახმატთან” და თავიდან აიცილა ახალი სასჯელი. ჟურნალისტების ცნობით, გასული წლის აგვისტოში რაზმ “აიდის” მეთაური, რომელიც ამ სახელს ფსევდონიმადაც იყენებს, “მამაცობისთვის” მედლით დაჯილდოვდა, უკრაინის კრემენნაიას მიმართულებით განხორციელებულ იერიშში მონაწილეობისთვის. ლეიტენანტი ბეკხან იუნუსოვი დასახელებული იყო ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვის ოფიციალურ ცნობაში. თავად იუნუსოვი დაჯილდოების ცერემონიაზე ბალაკლავით მივიდა. BBC-ის რუსულ სამსახურს ყოფილი პოლიციელის ვინაობა ორმა წყარომ დაუდასტურა. ამჟამად "აიდი" რეგულარულად არის პროპაგანდისტული ვიდეოების გმირი და აქტიურად აშუქებს ომს თავის უფროსთან, რამზან კადიროვის "მარჯვენა ხელთან", გენერალ აპტი ალაუდინოვთან ერთად. ასევე ნახეთ კადიროვის „მარჯვენა ხელი“ რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი აღმზრდელი ხდება გარდა ამისა, იუნუსოვი ხელმძღვანელობს ტელეგრამის პროსამხედრო არხ "ობსკურანტისტთა დღიურს", რომელსაც 180 ათასი ხელმომწერი ჰყავს. ამ ტელეგრამის არხის მეშვეობით იუნუსოვი "მხარდაჭერის” სახით "რეგულარულად აგროვებს შემოწირულებებს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირველად 2022 წლის ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის თავისი მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული. კადიროვი იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი. ასევე ნა...