გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შაბათს ბერლინში უმასპინძლებს აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ჯო ბაიდენს, ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს. შეხვედრა გაიმართება „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, იტყობინება Bloomberg-ი გერმანიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით. სააგენტოს თანახმად, სამი ქვეყნის ლიდერები კიევს დაუდასტურებენ, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაგრძელდება, ასევე განიხილავენ უკრაინაში „სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის გზებს“. ასევე ნახეთ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ პუტინს არ შეხვდება მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე ამის შემდეგ ბაიდენი, მაკრონი და სტარმერი გაემგზავრებიან „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის წევრებთან შესახვედრად. ჯგუფის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ადრე თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პოლმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ჯო ბაიდენის ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი იქნება უკრაინის დახმარების გაგრძელება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ...