„რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით... აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება... როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ რეზოლუციის ინიციირებას, ისევე როგორც მანამდე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, არჩევნებისთვის ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს: „ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან... მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“. ევროპარლამენტში საქართველოზე მორიგ რეზოლუციას განიხილავენ. ევროპარლამენტი დღეს, 9 ოქტომბერს, კენჭს უყრის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებულ რეზოლუციას, რომლითაც გამოხატულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში დემოკრატიის ექსპონენციური უკუსვლის გამო“. ასევე ნახეთ სანქციები, უვიზო რეჟიმზე გავლენა, ხელისუფლების გადაბარება და სხვა დეტალები ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, „პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც: პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრაზე; პოლიტიკური ოპონენტების და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე; ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაზე“. ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტით, გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გაზრდილი გავლენის გამო“ და ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ; გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა; პატივი სცეს ვალდებულებას, ეფექტიანად განახორციელოს ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ. ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროპარლამენ...