ინციდენტის ამსახველი კადრები ოქრიაშვილმა თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა. ვიდეო სულ 18-წამიანია. მასში ჩანს, როგორ უახლოვდება სტენდაპერი დეპუტატს და ეუბნება: „ბატონო დავით, თქვენთან იმის თქმა მინდა, რომ...“ დეპუტატი მას არ ამთავრებინებს წინადადებას და ეკითხება, „რისი თქმა უნდა“. ამის შემდეგ ვიდეოგადაღება წყდება. როგორც კომიკოსი ამბობს, სწორედ ამ დროს წაართვა მას დეპუტატმა ტელეფონი. „მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო, როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი, რომ მენახა, რუსის თვალები როგორია. ხოდა, ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა“, - ამბობს ონისე ოქრიაშვილი. три მისი თქმით, რამდენიმე წუთში ტელეფონი დეპუტატმა იქვე მყოფ კაცს გადასცა, მისთვის დასაბრუნებლად. ოქრიაშვილს პოლიციაში არ დაურეკავს. მოგვიანებით „TV პირველს“ ესაუბრა დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც თქვა, რომ „კაჭარავას ვინმეს მიმართ ძალადობა რომ გაეწია, ამას თქვენც შეამჩნევდით“. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ამ კანონს საქართველოს პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევენ. იმავეს ფიქრობს ის ათასობით ადამიანი, რომლებიც კანონის განხილვის პერიოდში პარლამენტთან იკრიბებოდნენ. კანონის მიღების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი მმართველი პარტიის დეპუტატებს, ამ კანონის მხარდაჭერის გამო, „მონას“ ეძახის ქუჩაში შეხვედრის დროს. ასევე ნახეთ მოქალაქე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ბათუმში "მონა" დაუძახა 1500 ლარით დააჯარიმეს ასევე ნახეთ აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ დეპუტატ ოდიშარიას "რუსო მონა" დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა ასევე ნახეთ თუ ეს ხულიგნობაა, აბა, პროტესტი რაღაა? - როგორ დააკავეს მარიამი და სხვები პარლამენტარების კრიტიკისთვის ...