უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 9 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა ბრიანსკის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო არსენალზე თავდასხმაზე, რომელსაც ძლიერი ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა. "დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით დაბომბეს ბრიანსკის რეგიონში მდებარე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო დირექტორატის 67-ე არსენალი. არსებული ინფორმაციით, საწყობში ინახებოდა სარაკეტო და საარტილერიო სისტემების საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული აღჭურვილობა და ასევე მართვადი საჰაერო ბომბები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ღია ცის ქვეშ იყო განთავსებული", - ნათქვამია შეტყობინებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო. ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, არსენალამდე მისასვლელი გზები გადაკეტა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ასეთი არსენალების განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს ოკუპანტების შეტევით შესაძლებლობას კრიტიკულ მიმართულებებზე. მანამდე, 9 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 47 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, აქედან 24 ბრიანსკის რეგიონში. მაგრამ არც რუსეთის სამხედრო უწყებას და არც რეგიონის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბოგომაზს მსხვერპლისა და განადგურების შესახებ არაფერი არ უთქვამთ. უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ასევე ნახეთ უკრაინა 21 დრონის მოგერიებას იუწყება, რუსეთი - 47-ის ...