საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები. მათი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეც იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება და სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა "რუსული კანონის" წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩერებინა ნორმები. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. თუმცა, ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას არ ვასრულებთ და მის უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ”. три სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრიფინგზე გამოეხმაურა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია. ის ერთ-ერთი მოსარჩელე იყო. კორძაიამ განაცხადა, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას”. მან გამოთქვა წუხილი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე არ აღმოჩნდნენ. ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა - სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო “სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, - თქვა თამარ კორძაიამ. პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ასევე მოსარჩელე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, “სამწუხაროა, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაიცვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი (ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. რ.თ.) და ვერ დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი ... ძალიან სამარცხვინო ფურცელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი თავისი ხელით 26 ოქტომბერს“. ასევე ნახეთ რა ნაწილში მიიღო საკონსტიტუციომ „აგენტების კანონი“ განსახილველად „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი, თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავის შეფასებასაც ურთავს: “საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში - შეგნებული...