ტელეარხის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ. მანამდე, 5 ოქტომბერს კი, ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ "თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“. რამდენიმე დღეა, ქუჩებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატები, რომლებზეც, ომისა და მშვიდობის საჩვენებლად, მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან. იმავე შინაარსის ვიდეორეკლამები მმართველმა პარტიამ ტელევიზიებშიც მიიტანა. ასევე ნახეთ რუსეთში "ქართული ოცნების" ბანერები მოეწონათ. გიკვირთ? ასევე ნახეთ „უარს ვამბობთ „ოცნების“ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, გვემუქრება ჯარიმები“ - სამი ტელეარხი რამდენიმე კვირის წინ კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ...