საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო „აგენტების კანონის“ გასაჩივრებული მუხლების ნაწილი, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ოთხი სარჩელის ავტორები მოითხოვდნენ. 4 ოქტომბერს მიღებულ საოქმო ჩანაწერში, რომელიც სასამართლომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციის ამა თუ იმ ჩანაწერთან მიმართებით კანონის კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სტიგმატიზაცია - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომლის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ გამოცხადებას. როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, ამისთვის ერთადერთი კრიტერიუმია განსაზღვრული: კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის მიღება „უცხოური ძალიდან“. კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ, რომ „[ორგანიზაციების] ამგვარი ნეგატიური წარმოჩენა და სტიგმატიზაცია გამოიწვევს მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას და უნდობლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დააზიანებს მათ რეპუტაციას, რაც არსებითად გაართულებს მათი რეალური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას და მათ არსებობასაც კი შეიძლება შეუქმნას საფრთხე“. სასამართლომ კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით ამ ჩანაწერზე მსჯელობაზე უარი განაცხადა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია, ემსჯელა ფიზიკური პირის ნების გარეშე მისი პერსონალური მონაცემის დამუშავების საკითხის კონსტიტუციურობაზე (კონსტიტუციის მე-15 მუხლი. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები). სადავო კანონი ითვალისწინებს სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის, ფინანსური დეკლარაციის წარდგენის და მონიტორინგის პროცესში, ფიზიკური პირის ნების გარეშე, მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებას, მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებისაც. ამავე კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. პირდაპირი ინტერვენცია მედიის საქმიანობის თავისუფლებაში სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მედიაორგანიზაციებთან დაკავშირებული ნორმის (კონსტიტუციის მე-17 მუხლი. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) არაკონსტიტუციურობის დადგენას მოითხოვდა. სარჩელში წერია, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტად რეგისტრაცია ევალება ყველა იმ მედიაორგანიზაციას, რომლებიც ...