უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეთა შეხვედრა გერმანიის ავიაბაზა „რამშტაინში“ ოფიციალურად გადაიდო მას შემდეგ, რაც გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა გერმანიაში დაგეგმილი მოგზაურობა. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა. ასევე ნახეთ ფლორიდას უძლიერესი შტორმი უახლოვდება, ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი გადადო „2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გადაიდო,“ ნათქვამია ავიაბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ელექტრონულ წერილში ჟურნალისტებისადმი. „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება“. „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის გადადების შესახებ მანამდე ოთხშაბათს იტყობინებოდნენ მედიასაშუალებები. ...