ცნობის თანახმად, ზელენსკი შოლცს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მან უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იტყობინება Bild-ი. ასევე ნახეთ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა გადაიდო შოლცი და ზელენსკი 12 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მაგრამ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ში დარჩა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო. ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა ...