სიტყვით გამოსვლისას, დაფნა რენდიმ ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია მხარეებს შორის. три "მინდა ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, რადგან ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობისთვის, ძალიან საგანგაშოა. "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, 26 ოქტომბერს სახეზეა ძალიან კონკურენტული არჩევნები. ამასთან ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ პარტიას ["ქართულ ოცნებას"], რომელმაც გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა - მაგალითად, "აგენტების კანონის" მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას მმართველ პარტიაზე, კრიტიკას, ახალი იდეების შეთავაზებას. [...] ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ არჩევნების გამო, რადგან იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია. პრობლემა არ არის, თუ "ქართული ოცნება" სამართლიანად გაიმარჯვებს, პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხის სურვილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს", - თქვა მან. დაფნა რენდის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება და რეფორმების პროცესის გავლა, რასაც ბლოკში გაწევრიანება მოიაზრებს. მისივე შეფასებით, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი უკან, თავის ორბიტაში ჩაითრიოს, "რაც უბრალოდ მიუღებელია". "ვფიქრობ, ყველა მიხვდით, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [საქართველოს არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი", - განაცხადა რენდიმ. ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს სამთავრობო დახმარებას უჩერებს. უკვე ვიცით, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები ასევე ნახეთ რობინ დანიგანი: იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი. Banner - Counter -- INF-479-1-col ...