რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დანგრეული ან დაზიანებულია 29 კერძო სახლი და გაზსადენი. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი. ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 5-სართულიანი სახლი. ქალაქ ნიკოლაევის გარეუბანში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 41 დრონი ჩამოაგდეს. ასევე ნახეთ შვიდამდე გაიზარდა ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 92 უკრაინული დრონი, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარეში, 12 - კურსკის ოლქში, 9 - როსტოვში, 4 - ბრიანსკის ოლქში, 2-2 ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში, 1 - ვორონეჟში და 15 - აზოვის ზღვის თავზე. მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია. ასევე ნახეთ რუსეთმა ფაქტობრივად დაადასტურა მაიკოპთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმა ...