ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებმა, რომლებზეც უკრაინაში ომის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოიყენეს, „სიმართლე გააშიშვლა“. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, "ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან". ასევე ნახეთ პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა "საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც შეფასებულია 9 ოქტომბერს ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში გაკეთებული განცხადება. "გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "სამარცხვინოდ" მიიჩნევს იმას, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს". "უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო", - ნათქვამია განცხადებაში. ასევე ნახეთ შამბა: "თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯს მიესალმება" უკრაინის საგარეო უწყება "მწუხარებით" აცხადებს რომ "რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში, საქართველოს მთავრობა გადაიქცა "კრემლის ქსეროქსად". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების იმ ნაბიჯებს ჩამოთვლის, რომლებითაც, მათი შეფასებით, საქართველო დააბრუნეს "მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში". "უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართვ...