„ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, - დაწერა ნიკა ბოჭორიშვილმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რგოლი „სტუდია მეტროს“ დამზადებული იყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ მიიღო, რის გამოც, როგორც ქვეყნის პარტნიორები ამბობენ, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა მმართველმა პარტიამ მათი სურვილი არ გაითვალისწინა. ეს კანონი პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირებას ავალდებულებს. ნიკა ბოჭორიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნებისთვის“ დამზადებული ვიდეორგოლიც გააზიარა, რასაც მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სანდრო ჯავახიშვილმა, კომენტარით უპასუხა: „ოკ, წავედი სამსახურიდან“. три ჯავახიშვილმა სამსახურის დატოვების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ამ ვიდეორგოლის გადაღებაში არ მონაწილეობდნენ, „თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს“. სარეკლამო კომპანიის დატოვების შესახებ სხვა თანამშრომლებმაც დაწერეს სოციალურ ქსელში. მათ შორის არის ნინო დვალი, რომლის თქმითაც, „სტუდია მეტროდან“ მასავით წამოვიდა 20-მდე თანამშრომელი. „კომპანიის დირექტორმა/დამფუძნებელმა უხელმძღვანელა მთავრობის საარჩევნო კამპანიის ვიდეოგადაღებას, რაზეც დღევანდელ დღემდე ინფორმაცია არ გვქონდა... როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული, რომ არჩევნებზე გავაცილოთ მთავრობიდან მმართველი პარტია, მათ კომუნიკაციაზე მუშაობა ჩემთვის მიუღებელია“, - უთხრა ნინო დვალმა რადიო თავისუფლებას. „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპზე მუშაობდა ვახო ჭიღლაძეც, კომპანია SKY TECH-ის წარმომადგენელი. მან სოლიდარობის ნიშნად ნიკა ბოჭორიშვილს ვიდეორგოლის ქვეშ კომენტარი დაუტოვა: „ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა!“ „უამრავი ხალხი მონაწილეობდა, არავინ ხმა არ ამოიღო და მარტო ნიკას პასუხისმგებლობა არ იყო. მაგიტომ მივუწერე... მე არ ვარ "ოცნების" მხარდამჭერი, აქამდე შეიძლება ვაძლევდი ხმას, მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ნამდვილად აღარ მივცემ და მგონია, რომ ვეღარც მოიგებს. შეიძლება ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი უნდა შეგვძულდეს და გადავემტეროთ“, - უთხრა ვახო ჭიღლაძემ რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ მისი მონაწილეობითაა გადაღებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებიც („ჩემი საქართველო აქ არის“) გასულ წლებში. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომპანია „მეტრომ“ მათ უარი უთხრა საარჩევნო კლიპის გადაღებაზე იმ მიზეზით, რომ „პოლიტიკაში არ ერეოდნენ“. რადიო თავისუფლებას სუ...