უწყების ცნობით, დამატებით, საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი კვლავ განიხილება ხვალინდელ, 11 ოქტომბრის სხდომაზე. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და 20-მდე ამომრჩევლის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან", - განაცხადა პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ხვალ ცესკოს სხდომაზე, ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. ცესკოში განმარტავენ, რომ ამ საკითხის განხილვის საფუძველია საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შესული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ნახეთ დარჩა ერთი დღე და ბევრი პრობლემა - ემიგრანტები საარჩევნო ხმის უფლებას მოითხოვენ ასევე ნახეთ ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მყოფ დევნილებზე, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ ცესკომ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამომრჩევლებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და რეგისტრაციის მისამართი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ახალი უბნების გახსნას. ეს ნიშნავს, რომ დევნილები, რომელთაც მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ და ცხოვრობენ ამა თუ იმ ქვეყანაში, ხმის მიცემას მოახერხებენ ამ ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არსებობს და სადაც გახსნილი იქნება საარჩევნო უბანი. მანამდე, რადიო თავისუფლება წერდა, რომ უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ მითითებული და ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უფიქსირდებათ, არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა შეექმნათ. მათაც ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიუხედავად, ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდნენ. ასევე ნახეთ მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას უცხოეთში მცხოვრები დევნილების ნაწილი ...