მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მიენიჭა იაპონურ ჯგუფ „ნიჰონ ჰიდანკიოს“. მასში შედიან ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქების შედეგად გადარჩენილები, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუქმებას უჭერენ მხარს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა თავისი არჩევანი 11 ოქტომბერს გამოაცხადა. წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 197 პირი და 89 ორგანიზაცია იყო წარდგენილი. შარშან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა პატიმრობაში მყოფ აქტივისტ ქალს, ირანელ ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ ნარგეს მოჰამადის. 10 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოცხადდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. წელს ეს ჯილდო მოიპოვა სამხრეთკორეელმა მწერალმა ქალმა ჰან კანმა. მანამდე ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინაში, ფიზიკასა და ქიმიაში. 2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 7 ოქტომბერს მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს, „microRNA-ების აღმოჩენისა და კვლევისთვის. 8 ოქტომბერს ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა მოიპოვეს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მათი აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის მანქანური სწავლისთვის ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით. 9 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა მოიპოვეს ცილების კომპიუტერული დიზაინისა და მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურის პროგნოზირებისთვის. ასევე ნახეთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამხრეთკორეელ მწერალს, ჰან კანს ასევე ნახეთ ქიმიაში ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა მოიპოვა ცილების კომპიუტერული დიზაინისა და პროგნოზირებისთვის ასევე ნახეთ ფიზიკაში ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მოიპოვა ნეირონული ქსელების კვლევისთვის ასევე ნახეთ მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს მიკრორიბონუკლეინმჟავების აღმოჩენისთვის ...