დღეს, 11 ოქტომბერს კი - შიმშილობის 41-ე დღეს შუქრუთელი ჯაბა მაჭარაშვილი შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს. три უამინდობის მიუხედავად, მათ პოლიცია კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს და ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვის განმავლობაში, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანიაა„ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“, აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული. შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახლებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი ავანსი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. საბოლოო კომპენსაციის ოდენობა კი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროვებს. შუქრუთელებმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე კვირის წინ გადმოინაცვლეს. მათი ნაწილი შიმშილობს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით აქციის მონაწილეებს კომპანიისგან კომპენსაციის სახით ათობით ათასი ლარი აქვთ მიღებული. ...