ზელენსკის მოგზაურობა ევროპის ოთხ ქვეყანაში მიზნად ისახავდა უკრაინისთვის რუსეთთან ომის დროს დასავლეთისგან მეტი დახმარების მოპოვებას სამხედრო და საფინანსო სფეროში მოახლოებული ზამთრის მოლოდინში და აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინსვლის პირობებში. ზელენსკიმ 35 წუთიანი შეხვედრა გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან, რომელსაც სთხოვა დახმარება რუსეთში მოხვედრილი უკრაინელი ქალების და ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში. ზელენსკი გერმანიამდე ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მმართველებს შეხვდა, რათა მათთვის წარედგინა თავისი “გამარჯვების გეგმა”. ასევე ნახეთ როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვის ოდესის საოლქო-სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის მიერ11 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის რაიონში რაკეტამ დაანგრია ორსართულიანი სახლი, სადაც დაიღუპა ცხრა პირი, მათ შორის მოზარდი. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს რაკეტებით და დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. მთავარი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურაა. ასევე ნახეთ ბერლინი აცხადებს, რომ პუტინი არ აპირებს გერმანიის კანცლერთან უკრაინაში მშვიდობაზე ლაპარაკს ...