აშშ-მა 11 ოქტომბერს ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს რაკეტები გატყორცნა ისრაელის მიმართულებით. ეს ცნობა აშშ-ის ფინანსთა უწყებამ გაავრცელა. ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში. ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა თქვა, რომ „ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ ზომებს, რათა ირანს პასუხი ვაგებინოთ“. ასევე ნახეთ ევროკავშირი ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს ...