საქართველოს პარლამენტთან შუქრუთელების შიმშილობა შეწყდა, თუმცა საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებთან პარლამენტარი რატი იონათამიშვილი მივიდა და მათ კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. ამის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ მოშიმშილეები, კომპანიის წარგზავნილები და სახელმწიფოს წარმომადგენლები. მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. შუქრუთელები პარლამენტის წინ 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთ მათგანს დასჭირდა სასწრაფო დახმარება. უამინდობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს პოლიცია კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა და ისინი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებდნენ. три საპროტესტო აქცია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის წინათ დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. პროტესტმა თბილისში 11 სექტემბერს გადმოინაცვლა. ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანია, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“, აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია და აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული. Embed share შუქრუთი: მიწა, რომელიც ფეხქვეშ გეცლება Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:07:03 0:00 შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახლებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი ავანსი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. საბოლოო კომპენსაციის ოდენობა კი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს. ...