დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის მახლობლად. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან. 09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კურორტი ვაჟას წყარო. ცნობები რაიმე ზიანის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ...