უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ მიზეზად დაასახელა რუსეთის ჯარების შეტევის გაძლიერების გამო გამწვავებული სიტუაცია. სავალდებულო ევაკუაცია ეხებათ ქალაქ კუპიანსკს და მის რაიონს და იზიუმის რაიონის რამდენიმე თემს. ასევე ნახეთ პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, 9 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე კუპიანსკის რაიონიდან ევაკუირებულია 234 ბავშვი ოჯახებით, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი თავის სახლებში რჩება, ამიტომ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს. კუპიანსკის რაიონში იმყოფება 35 ბავშვი ოჯახებით. კიდევ 119 ბავშვია დარჩენილი იზიუმის რაიონის დაბა ბოროვში. სავალდებულო ევაკუაციას ექვემდებარება ამ რაიონების კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კუპიანსკის რაიონში, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე რჩება 4000-მდე მოქალაქე. რუსეთის არმია დიდი ხანია ცდილობს დაიკავოს ეს რაიონი, რომელიც ბუნებრივ თავდაცვით ხაზს შეუქმნის. ასევე ნახეთ “ორი იმდენი, რამდენიც ბუჩაში” - გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის 27 თებერვალს დაიკავეს, ხოლო იზიუმი - იმავე წლის აპრილის დასაწყისში. უკრაინის არმიამ კონტრშეტევის შედეგად ამ ქალაქებზე კონტროლი დაიბრუნა იმავე წლის სექტემბერში. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ამ ნაწილზე ინტენსიური შეტევა 2023 წლის ბოლოდან განაახლეს. ასევე ნახეთ უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს ...