„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს. იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფხიზლად არიან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. დღეს, 16 ოქტომბერს, სუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პროვოკაციის მთავარ მიზნად” ასახელებს „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნას და აგორებას” და ქვეყანაში „დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის”. ასევე ნახეთ სუსი: არჩევნების წინ „პროვოკაცია" მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება. три Banner - Counter -- INF-479-1-col ...