უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, მათი უმეტესობა ნეიტრალიზებულია. ცნობა გავრცელდა Telegram-ის საშუალებით. 51 დრონი ჩამოაგდეს სუმის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქებში, იტყობინება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები. მისი ცნობით, კიდევ 60 რუსული დრონი იქნა ნეიტრალიზებული რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ძალების საშუალებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებულია უკრაინის სამი დრონი - ორი ბელგოროდის, ხოლო ერთი ვორონეჟის ოლქში. ასევე ნახეთ პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ ასევე ნახეთ პუტინი: რუსეთი ბირთვულ პასუხს ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმასაც გასცემს ...