ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წევრობის მიწვევა უკრაინას უკვე ახლა უნდა მისცეს, განუცხადა ჟურნალისტებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. „მიწვევა ეს პირველი ეტაპია, მაგრამ ის რეალური შეუქცევადობაა, წერტილი, საიდანაც შემობრუნება არ იქნება“, - თქვა კაშიუნასმა. „თუ ნატოს ტერიტორიიდან რუსეთის განდევნა გსურთ, თუ ასეთი იდეა არსებობს, გამოცადოთ ნატო, საუკეთესო გზაა მხარი დაუჭიროთ უკრაინას ყველა საშუალებით“, - თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. ასევე ნახეთ ახალი ევროკომისია: ბალტიის ქვეყნებმა ძალაუფლება მიიღეს, გაფართოების მომავალი კი ბუნდოვანია ...