ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა. როგორც იოსელიანმა განმარტა, მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს. ამომრჩეველთა კატეგორიები ასე გადანაწილდა: 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა; გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა; სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ადამიანს შეადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ. ცესკომ საარჩევნო უბნების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია: ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება; საქართველოში სულ გახსნილია 3 044 საარჩევნო უბანი; 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება პენიტენციურ დაწესებულებებში; 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში; საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. три ...